სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ მოსწავლეებმა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა დაათვალიერეს
25-12-2018
თბილისის, სკოლა-ლიცეუმი „ცოდნას“ მე-6 კლასის მოსწავლეები, დამრიგებლების ნინო მელქაძისა და ეკა თევზაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმყოფებოდნენ.
სკოლის აღსაზრდელებს ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და ბიბლიოთეკის თანამშრომელმა ნინო გედენიძემ უმასპინძლეს.
მოსწავლეებმა კოტე აფხაზის სახელობის სამხედრო დარბაზი და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დარბაზი დაათვალიერეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებში განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია საქართველოში პირველმა და კავკასიაში ყველაზე დიდმა წიგნის მუზეუმმა, რომელშიც თავმოყრილია მინიატურული და სხვადასხვა ეპოქაში გამოცემული წიგნები.