ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მორიგი გამოფენა მოაწყვეს
26-12-2018
ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოაწყვეს გამოფენა, რომელიც ზამთრისა და ახალი წლის შემობრძანებას მიეძღვნა. გამოფენა, სახელწოდებით „ზეცამ მოიხსნა მარგალიტები და დედამიწას გადმოაყარა“, ჭიათურის N2 საჯარო სკოლის III -ბ კლასის მოსწავლეების მონაწილეობითა და ამავე სკოლის პედაგოგის ნაირა ბაბლიძის ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს საახალწლო მოსართავები და დახატეს ნახატები ზამთრისა და ახალი წლის თემატიკაზე.
ღონისძება, რომელიც გარდა საახალწლო განწყობის შექმნისა, მოსწავლეებში გუნდური მუშაობისა და შემოქმედებითი უნარის განვითარებას უწყობდა ხელს, მოსწავლეებისთვის იყო ძალიან სახალისო და საინტერესო.