ობუჯის N1 საჯარო სკოლაში მასწავლებელმა მანანა კაკაჩიამ კლასის საათი ჩაატარა.
კლასის საათი მეშვიდე კლასში თემაზე „არ დავივიწყოთ სასახელო თანასოფლელები“ ჩატარდა.
მოსწავლეებმა გუძია კაკაჩიასა და ნიკოლოზ კაკაჩიაზე ინფორმაციები მოიძიეს, პრეზენტაციები წარმოადგინეს და მათ საფლავებს ესტუმრნენ.
გუძია კაკაჩია - გასაოცარი ძალღონის პატრონი, თვითნასწავლი მოჭიდავე. დამარცხებული ჰყავს არაერთი სახელგანთქმული მოჭიდავე. თვით ლეგენდარულ კანდელაკს 5 წთ უძლებდა თურმე. ახალგაზრდობაში, მდინარის ნაპირიდან 1,5 კმ მანძილზე, შეუსვენებლივ ამოუტანია ლოდი საფლავისთვის. მისი წონა 200-230 კგ-მდე იქნება.
ნიკოლოზ კაკაჩია - აფხაზეთის დამსახურებული არტისტი, სახელგანთქმული ლოტბარი და ქართული ხალხური სიმღერებისა და ცეკვების უბადლო შემსრულებელი. იხილეთ ფოტოები