სსიპ ქალაქ თბილისის N103 საჯარო სკოლის ლიტერატურულმა სალონმა, ამავე სკოლის VIII- ბ, VIII- გ, X- ა და X- გ კლასის მოსწავლეების მონაწილეობით მორიგი ღონისძიება გამართა.
ღონისძიებას სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები, დირექციის წარმომადგენლები და მშობლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი თემები, ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიიდან:
1. „მაინც რა არის ჩვენი ყოფა- წუთისოფელი, თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?“
2. „არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნოს“
3. გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან „ტალანტის გამრავლება“
საინტერესო თემები წარმოადგინეს VIII- ბ კლასის მოსწავლეებმა. ლუკა ლოთუაშვილმა, გიორგი აბულაძემ, თამარ მუმლაძემ, ნინო სამყურაშვილმა, ლიდია ორეხოვამ და X- ა კლასის მოსწავლემ ნანა ბეშიძემ, მათ დამსწრე საზოგადოების ინტერესი გამოიწვიეს, გამართეს დისკუსია ადამიანის ყოფასა და დანიშნულებაზე, მოისმინეს პედაგოგების, სკოლის დირექტორის ბატონ არჩილ ჩხაიძის აზრი აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით.
თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეების ანა კაცაძისა და ბაჩო ჯანჯღავას მშობელმა ნანა სადუნიშვილმა მადლობა გადაუხადა სკოლას საინტერესო საღამოსთვის და თვითონაც გამოხატა საკუთარი შეხედულება ზემოთ აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით.
სკოლის წარმომადგენელი გამოთქვამს იმედს, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ინტელექტუალურ განვითარებას.
იხილეთ ფოტოები