ქვაბღის საჯარო სკოლაში ბიბლიოთეკის რესურსებს საგაკვეთილო პროცესებში აქტიურად იყენებენ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქვაბღის საჯარო სკოლის მოსწავლეები სკოლის პატარა და მრავალფეროვან ბიბლიოთეკას, საგაკვეთილო პროცესების უკეთესად წარმართვის მიზნით აქტიურად იყენებენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ქვაბღის ბიბლიოთეკაში ბევრი საინტერესო წიგნი მოიპოვება, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს და მასწავლებლებს იმუშაონ მათთვის საინტერესო მიმართულებით.
„სკოლის ბიბლიოთეკა წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მნიშვნელოვან საინფორმაციო საგანმანათლებლო ცენტრს.
სწავლების პროცესის სრულყოფილად წარმართვისათვის აუცილებელია ბიბლიოთეკა სკოლის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცეს“
წიგნადი ფონის შევსება მუდმივად მიმდინარეობს. ბიბლიოთეკას უძღვება სკოლის ბიბილიოთეკარი ნატო თალაკვაძე ,რომელიც დადგენილი წესებით და მეთოდებით ემსახურება მოსწავლეებს და მასწავლებლებს.
იხილეთ ფოტოები