ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ თელავის სასკოლო ლიგის საფინალო ტურნირი ჩატარდა, სადაც ტრადიციულად თელავის მერიის თასი გათამაშდა.
ჩემპიონატში თელავის მუნიციპალიტეტის 24 გუნდი მონაწილეობდა, რომელთაგან ფინალში საუკეთესო ათეული მოხვდა.
საპრიზო ადგილებზე გავიდნენ: თელავის პირველი საჯარო სკოლის გუნდი - „ადამიანები“, ფშავლის საჯარო სკოლის გუნდი - „ბლაუგრანა“ (გუნდის კაპიტანი - სალომე წიქარაძე, წევრები: მარიამ ფარადაშვილი, მარი რაიბული, მიხეილ წიქარაძე, გურამ ფარადაშვილი და რატი ზათიაშვილი), და დამოუკიდებელი გუნდი „E4“, რომელთაც თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ საჩუქრად წიგნის მაღაზია „ბიბლუსი“-ის ვაუჩერები გადასცა (300, 200 და 150ლარის ოდენობით).
როგორც მეორე ადგილზე გასულს ფშაველის საჯარო სკოლის გუნდს 200 ლარიანი ვაუჩერი ხვდა წილად.
ფშავლის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მიღწეულს წარმატებას ულოცავს სასკოლო გუნდის „ბლაუგრანას“ წევრებს.
იხილეთ ფოტოები