საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში დღეს, 15 სექტემბერს, სწავლა დაიწყო.
2016-2017 სასწავლო წელს ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებში 54 ათასზე მეტი პირველ კლასელი წავიდა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში უკვე დარიგებულია სახელმძღვანელოები და გაუმჯობესებული კომპიუტერები პირველ კლასელთათვის.
სწავლა დღეს ვერ განახლდება 10-ზე მეტ სკოლაში, მათ შორის თბილისის 5 სკოლაში. მიზეზი სარემონტო სამუშაოების დაუსრულებლობაა.