ხულოს რაიონის სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლაში რეაბილიტირდა და მოწესრიგდა სანიტარული ინფრასტრუქტურა, რომელიც საზეიმოდ გახსნეს სკოლის მოსწავლეებმა, დირექციამ და WASH გუნდის წევრებმა.
წინასწარ გამოცხადებული, წყლისა და სანიტარიის თემაზე დაწერილი ესეებისა და დახატული სურათების კონკურსში მონაწილეობა მიიღო 40-მდე მოსწავლემ, მათ შორის გამარჯვებულთა გამოვლენა და დაჯილდოება მოხდა გახსნის ცერემონიაზე.
დიდაჭარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედკოლექტივმა მადლობა გადაუხადეს WASH პროექტის გუნდსა და დამფინანსებელს, გაწეული მუშაობისა და მხარდაჭერისათვის.
თავიანთი შემოქმედება აჩვენეს სკოლასთან არსებულმა ცეკვის ანსამბლმა და სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა.
იხილეთ ფოტოები