თბილისის N107 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გეოგრაფიული ვიქტორინის ფინალურ ტურში მესამე ადგილი მოიპოვეს
26-12-2018

თბილისის N107 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „გეოვიქტორინა 2018“-ის ფინალურ ტურში საპრიზო მესამე ადგილი მოიპოვეს.

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისა და საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების ორგანიზებით,  საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სკოლის მოსწავლეთა კონკურსის - „გეოვიქტორინა 2018“-ს ფინალური ტური მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში ჩატარდა.

თბილისის N107 საჯარო სკოლის გუნდმა შემდეგი შემადგენლობით: ალუდა ბეკურიშვილი (კაპიტანი), ანა გლაზოვა, გვანცა ახვლედიანი, ირაკლი ზვიადაური, რატი ქენქაძე (პედაგოგი ინეზა ქელეხსაშვილი) მოიპოვა საპრიზო მესამე ადგილი.

გამარჯვებულ მოსწავლეებს სიგელები და ჯილდოები გადასცეს ცნობილმა მოჭადრაკემ, საერთაშორისო არბიტრმა, დავით გურგენიძემ და თსუ-ს მაკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელმა, საქართველოს ფინანსთა ექსმინისტრმა,  ნოდარ ხადურმა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203