თელავის მუნიციპალიტეტის ყარაჯალის საჯაროს სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე რაჯაბსარდაროვი მონაწილეობდა კონკურსში სახელწოდებით „პარლამენტი ჩემი მეგობარია“.
კონკურსი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისა და უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ჩატარდა.
კონკურსში საუკეთესო პროექტები და იდეები გამოვლინდა.
დაჯილდოება პარლამენტში, თამარ მეფის დარბაზში გაიმართა. მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ.