ხოჯორნის საჯარო სკოლაში დამდეგი ახალი წელი მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნა
26-12-2018
ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო ზეიმზე მრავალფეროვანი პროგრამა წარმოადგინეს.
ღონისძიებაში ორივე სექტორის (ქართული, სომხური) მოსწავლეები მონაწილეობდნენ და მათ დამდეგი ახალი წელი საზეიმოდ მიულოცეს მეგობრებს, მასწავლებლებს, მშობლებს და ყველა თანატოლს.
ზეიმზე მოსწავლეებმა სხვადასხვა სცენა გაითამაშეს, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და ცეკვები.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მოსწავლეების შემოქმედებითობამ და მსახიობობამ დამსწრე აუდიტორიის მოწონება დაიმსახურა.