კარწახის საჯარო სკოლაში დამდეგი ახალი წელი ორიგინალურად აღინიშნა
26-12-2018
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კარწახის საჯარო სკოლაში დამდეგი 2019 წელი ორიგინალურად აღინიშნა.
სკოლის მე-8, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიების სულისჩამდგმელისა და ორგანიზატორის, სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, სათენიკ ვარდერესიანის ხელმძღვანელობით, არაჩვეულებრივად გააფორმეს საახალწლო სუფრა.
„იყო კითხვა-პასუხები, თბილად მიულოცეს მოსწავლეებმა ერთმანეთს დამდეგი ახალი წელი, გადასცეს ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები. ეს იყო კიდევ ერთი თბილი, სიყვარულით სავსე, პოზიტიური გაკვეთილი“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს ორგანიზატორს, სათენიკ ვარდერესიანს და გამოთქვეს სურვილი, რომ ასეთი თბილი საღამოები მომავალშიც ჩატარდეს.