წინანდლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბაბანეურის ნაკრძალი მოინახულეს
26-12-2018
თელავის მუნიციპალიტეტის წინანდლის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეები  ბაბანეურის ნაკრძალში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. 

მოსწავლეებმა ნაკრძალის შესახებ მოისმინეს და გაეცნენ ინფორმაციას, დაათვალიერეს ნაკრძალში მობინადრე ცხოველები და ფრინველები, მცენარეები და კმაყოფილები დაბრუნდნენ სახლში. 

ბაბანეურის სახელწმიფო ნაკრძალი დაარსებულია 1950 წელს მესამეული ხანის რელიქტის - რცხილაფოთლიანი ძელქვის იშვიათი მასივის დაცვა-შემონახვის მიზნით. რცხილაფოთლიანი ძელქვა იზრდება, როგორც ცალკე კორომებად, ისე რცხილასა და ჯაგრცხილასთან ერთად. შერეულია აგრეთვე ქართული მუხა, მინდვრის ნეკერჩხალი და სხვა. ქვეტყეს ქმნის კუნელი, კვიდო, შინდანწლა, ზღმარტლი, ასკილი. ნაკრძალში ძელქვის სიმაღლეა 20-30 მ, დიამეტრი - 90 სმ-მდე. გარდა მრავალი სახეობის ფრინველის, ნაკრძალში ბინადრობენ ძუძუმწოვრებიც: შველი, კურდღელი, მელა, თეთრყელა კვერნა და სხვა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203