ქვაბღის საჯარო სკოლაში სემესტრის შემაჯამებელი ინტელექტუალური კონკურსი ჩატარდა
27-12-2018
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ქვაბღის საჯარო სკოლის მე-2 კლასში სემესტრის შემაჯამებელი ინტელექტუალური კონკურსი - „ყველაზე ჭკვიანი“ ჩატარდა. კონკურსს პედაგოგი მზია ადაძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კონკურსი სახალისო და საინტერესო იყო. მოსწავლეები მასში ხალისით ჩაერთნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
„მოსწავლეები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს და ცდილობდნენ რაც შეიძლება მეტი შეკითხვა გამოეცნოთ, ეჩვენებინათ დამსწრე საზოგადოებისათვის მათი ცოდნა, მეტი ქულა დაეგროვებინათ, სიგელები და საჩუქრები დაემსახურებინათ“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
ინტელექტუალური შეჯიბრის ბოლოს მეორეკლასელები სიგელებით და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. იხილეთ ფოტოები