თბილისის N103 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა საშობაო-საახალწლო ნამუშევრები შექმნეს
27-12-2018

თბილისის N103 საჯარო სკოლაში VIII კლასის ინიციატივით და ხელოვნების კათედრის მხარდაჭერით, მოსწავლეებმა საშობაო-საახალწლო ნამუშევრები - ნახატები, ბერიკების კოსტიუმები, დეკორაციები, კრეატიული ნაძვის ხე, აფიშა და მოსაწვევი ბარათები შექმნეს.

მათ ასევე, მოაწყვეს ნამუშევრების გამოფენა-პრეზენტაცია. სააქტო დარბაზში კი გაიმართა საშობაო ღონისძიება „ქრისტე იშვა ბეთლემსაო“.

მოსწავლეებმა გაიხსენეს ძველი ქართული ტრადიციები - როგორ გაჩნდა პირველი ნაძვის ხე და სათამაშოები; როდის განათდა ნაძვის ხე; რა ტრადიციები ჰქონდათ ძველად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შობა-ახალ წელს.

მოსწავლეებმა მოირგეს მსახიობობაც. შეისწავლეს ბერიკაობის ისტორია და ამ ადათ- წესებით გაითამაშეს სცენარი. იმღერეს საშობაო სიმღერები. პედაგოგი ლია ცანავა.

ღონისძიება მიმდინარე წლის 25 დეკემბერს გაიმართა.

იხილეთ ვიდეო


იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203