ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის მახათაურის საჯარო სკოლაში წინასაახალწლოდ „ერთი კანფეტის“ აქცია გაიმართა.
მოსწავლეებმა საახალწლო საჩუქრები (ხილი, ტკბილეული, პროდუქტი) შეაგროვეს და საჩხერის წითელი ჯვრის ფილიალს გადასცეს.
საჩხერის წითელი ჯვრის ფილიალმა კი ეს პროდუქტი მოსწავლეების თანდასწრებით, რაიონის ტერიტორიაზე არსებულ მოხუცთა ცენტრს მიუტანა.
მოსწავლეებმა ასევე თავიანთი ხელნაკეთი ნაძვის ხე გადასცეს და დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.
იხილეთ ფოტოები