მიმდინარე წლის 24 დეკემბერს, წალკის მუნიციპალიტეტის ხაჩკოვის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება ქართულ ენაზე ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის ქართული ენის კლუბის წევრი VIII, IX, X, XI კლასის მოსწავლეები და ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ლიანა პილტოიანი, სასწავლო ნაწილი ალიგერაოგანესიან და სკოლის პედაგოგიური კოლექტივი.
ღონისძიებას უძღვებოდა თინათინ ლარცულიანი, ქართული, როგორც მეორე ენის კონსულტანტ მასწავლებელი.
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ლექსებით, სიმღერებით, ცეკვით და მისალოცი ტექსტებით მიულოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი.
მათ ასევე ახალ წელთან დაკავშირებული სხვადასხვა ქვეყნის ტრადიცია მიმოიხილეს, წაიკითხეს და დაასურათეს საახალწლო ზღაპრები.
იხილეთ ფოტოები