ასპინძის მუნიციპალიტეტში ტოლოშის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა, სადაც ამავე სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მიმდინარე წლის 26 დეკემბერს ტოლოშის საჯარო სკოლამ საახალწლო ღონისძიებას უმასპინძლა. რომელსაც სკოლის დირექტორი, პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებამ განსაკუთრებული საახალწლო განწყობა შეუქმნა მოსწავლეებს. მათ წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები ახალი წლის და ზამთრის თემატიკაზე.
ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა მოსწავლეები ტკბილეულით დააჯილდოვა.
იხილეთ ფოტოები