სამტრედიის N12 საჯარო სკოლის Iბ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის სოფიკო მარჯანიძის ხელმძღვანელობით, საახალწლო ღონისძება გამართეს.
ღონისძიების მუსიკალური ხელმძღვანელი მუსიკის პედაგოგი ლელა გოლიაძე იყო.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პირველკლასელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგნენ, ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
„Iბ კლასის დამრიგებელმა სოფიკო მარჯანიძემ, მუსიკის პედაგოგმა ლელა გოლიაძემ და მოსწავლეებმა ზღაპრის სამყაროში გვამოგზაურეს. პედაგოგის სოფიკო მარჯანიძის ჩართულობით აქტივობა მეტად სახალისოდ და საინტერესოდ წარიმართა. პატარებმა ლექსებითა და სიმღერებით მოუხმეს თოვლის ბაბუას, რომელმაც ზღაპრის გმირები ტკბილეულით დაასაჩუქრა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექტორმა ნინო ონიანმა მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა.
იხილეთ ფოტოები