მიმდინარე წლის 25 დეკემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის არაშენდის საჯარო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა ადგილობრივი მეწარმე, კოლეჯ „აისის“ მეფუტკრე ილია ხარაზიშვილი.
მან სოციალურად დაუცველ 26 მოსწავლეს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრად თითო ქილა თაფლი გადასცა.
არაშენდის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის ილია ხარაზიშვილს და უსურვებს წარმატებებს პირად საქმიანობაში.
იხილეთ ფოტოები