ქალაქ სამტრედიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო ხელნაკეთი ნივთების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს.
სამტრედიის N3 საჯარო სკოლის მიერ ორგანიზებულ გამოფენა-გაყიდვაზე შესაძლებელი იყო ამავე სკოლის I-III კლასის მოსწავლეების შემოქმედების დათვალიერება და შეძენა.
მოსწავლეებთან ერთად საქველმოქმედო აქციაში აქტიურად იყვნენ ჩართული სამტრედიის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეების მშობლები.
მოსწავლეების მიერ საგულდაგულოდ დამზადებული საახალწლო აქსესუარების შესყიდვაში მონაწილეობა მიიღო სამტრედიის მოსახლეობამ. შეგროვებული თანხა გადაეცემა დეკანოზ ათანასე რუხაძის მრავალშვილიან ოჯახს.
ღონისძიების დასასრულს, მოსწავლეთა წახალისების მიზნით, სამტრედიის N3 საჯარო სკოლამ მათ სიგელები და სიმბოლური საახალწლო საჩუქრები გადასცა.
იხილეთ ფოტოები