ალერტკარის საჯარო სკოლაში სოფლის ღია ჩემპიონატი გაიმართა მაგიდის ჩოგბურთში
27-12-2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ალერტკარის საჯარო სკოლაში, წელს უკვე მეორედ 2 დეკემბერს გაიმართა სოფელ ალერტკარის ღია ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში, რომელიც ანატოლი ესებუას სახელს ატარებს.

ჩემპიონატი ტარდება სკოლის სპორტის მასწავლებელ მურთაზ ლაგვილავას ინიციატივითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის თანადგომით.

ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო ალერტკარის, ყულიშკარისა და ოდიშის სოფლებიდან 28 მონაწილემ.

ტურნირი გუნდური სისტემით გაიმართა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები თასის მფლობელი გახდა ონისე როგავა, მეორე ადგილზე გავიდა ბექა ხასია, მესამე ადგილის მფლობელი გახდა შაკაგაბეჩავა.

ღონისძიებას მეგობრულ გარემოში უმასპინძლა ალერტკარის საჯარო სკოლამ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი  დავით კვაშილავა, სკოლის დირექტორი ნუკრი ბერიშვილი, სპორტის მასწავლებელი მურთაზ ლაგვილავა, გულშემატკივრები, ანატოლი ესებუას ოჯახის წევრები, მისი  პატარა შვილიშვილი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203