ქსოვრისის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ღონისძიება - „მობრძანდი წელო ახალო“ გამართეს
27-12-2018
მცხეთის მუნიციპალიტეტის, ქსოვრისის საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა, დამირგებლის ნატო კელეპტრიშვილის ხელმძღვანელობით, საახალწლო ღონისძიება „მობრძანდი წელო ახალო“ გამართეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების მომზადებაში აქტიურად მონაწილეობდნენ მოსწავლეთა მშობლებიც. პირველკლასელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგნენ, ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები შეასრულეს და სპექტაკლი დადგეს.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეები დასაჩუქრდნენ. იხილეთ ფოტოები