ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს თემის N2 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა საახალწლო ღონისძება ჩაატარეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება, რომელმაც ნამდვილად შექმნა საახალწლო განწყობა და იყო ძალიან მხიარული, ლესიჭინეს სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ლესიჭინეს თემის N2 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეები, რომლებმაც წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები ახალი წლისა და ზამთრის თემატიკაზე.
იხილეთ ფოტოები