შემოქმედის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი „მევენახეობა შემოქმედში“ განახორციელეს
27-12-2018
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის აკაკი სურგულაძის სახელობის შემოქმედის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეებმა და მათმა რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ზინაიდა წერეთელმა პროექტი „მევენახეობა შემოქმედში“ განახორციელეს. 

პროექტის ფარგლებში ისინი სოფელში გავრცელებული ყურძნის ჯიშებით დაინტერესდნენ. 

„მათ ჯერ თეორიულად განახორციელეს საკითხის კვლევა, ხოლო შემდეგ ექსკურსია მოაწყვეს სოფელში და პრეზენტაციაც გამართეს ყურძნის მტევნებით დახუნძლულ ვაზის ფანჩატურში“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

ბოლოს მოსწავლეებმა სურათები გადაიღეს და კედლის გაზეთი გამოუშვეს ჩატარებული აქტივობის შესახებ. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203