აღვის საჯარო სკოლაში მორიგი სასწავლო პროექტი განხორციელდა
27-12-2018

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ აღვის საჯარო სკოლაში სასწავლო პროექტი, სახელწოდებით - ,,პოეზია უპირველეს ყოვლისა" განხორციელდა.

ღონისძიება ლადო ასათიანის შემოქმედებას მიეძღვნა. მოსწავლეებმა მონდომებითა და ხალისით იმუშავეს პროექტზე, რომლის დასრულების შემდეგაც მათ მოინახულეს ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი ბარდნალაში. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, აღვის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის პროექტში მონაწილეობა და ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმის მონახულება იყო ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი.

იხილეთ ფოტოები


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203