ჭიკაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ხაზარულა“ დადგეს
27-12-2018
ყვარლის მუნიციპალიტეტის, ჭიკაანის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ევა ბეგაშვილის ხელმძღვანელობით, ნოდარ დუმბაძის „ხაზარულა“ დადგეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მეექვსეკლასელებმა როლები ოსტატურად შეასრულეს და დამსწრე საზოგადოების აპლოდისმენტები დაიმსახურეს.
„მე-6 კლასის მოსწავლეებმა ერთხელ გაიხსენეს „მზიანი გულის კაცი“. „ხაზარულას“ ინსცენირებამ დიდი მოწონება დაიმსახურა მაყურებელში“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები