სსიპ ცოტნე დადიანის სახელობის ქალაქ თბილისის N 113 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი „დიოგენე“, ფონდ "USAID"-ისა და PH International -ის ხელშეწყობით პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში ახორციელებს დაფინანსებულ პროექტ - „ხელი ხელს“.
პროექტის მიზანს წარმოადგენს სპეციალური საგანმანათლებლო მოსწავლეებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის ხელშეწყობა.
ზემოთ აღნიშნული პროექტის ფარგლებში სსიპ ცოტნე დადიანის სახელობის ქალაქ თბილისის N113 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა მოამზადეს სპექტაკლი „სამი ბატი“, რომელშიც მონაწილეობდნენ უშუალოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონდე მოსწავლეები.
წარმოდგენა გაიმართა ასოციაცია „ანიკაში“, მათი ბენეფიციარებისათვის. ასევე მათთვის კლუბის წევრებმა მოამზადეს საახალწლო მისალოცები და მცირეოდენი საჩუქრები.
იხილეთ ფოტოები