ჟდანოვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს კუთხეების საახალწლო ტრადიციები და რიტუალები წარმოადგინეს
27-12-2018
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ჟდანოვის საჯარო სკოლაში სასწავლო პროექტი - „საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ტრადიციები“ ჩატარდა. პროექტს პედაგოგი ნაირა მარიკიანი ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა საქართველოს კუთხეების საახალწლო ტრადიციები და რიტუალები წარმოადგინეს.
სკოლის აღსაზრდელებმა დამსწრე საზოგადოებას ქართული ტრადიციული კერძები წარუდგინეს. მოსწავლეებმა ასევე იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს.
როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის საქართველოს მრავალფეროვანი კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების გაცნობას.