სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩაერთვნენ პროექტში სახელწოდებით "საშობაო ბარათების გაცვლა".
პროექტი, რომელშიც ვარდისუბნის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან, ლილი კუპატაძესთან ერთად მონაწილეობენ, eTwinning პორტალზე გაერთიანებულ ევროკავშირის ქვეყნების სკოლებს შორის ხორციელდება, რომელსაც ხელმძღვანელობს etwcreativeclassroom- ის კოორდინატორი Irene Pateraki და სკოლის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგი ხათუნი ასანიძე.
პროექტში ჩართული ევროკავშირის ქვეყნების სხვადასხვა სკოლები ნაწილდებიან ჯგუფებად კოორდინატორის მიერ. ვარდისუბნის საჯარო სკოლის ჯგუფია "54", სადაც მათ საურთიერთობოდ შეხვდა 6 ქვეყანა: რუმინეთი, თურქეთის 2 სკოლა, ხორვატია, ესპანეთი და მაკედონია.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ბავშვები ხალისით ჩაერთნენ პროექტში. მათ დაამზადეს მისალოცი ბარათები, რომლებიც საახალწლო თემატიკაზე შესრულებული ნახატებით გააფორმეს.
იხილეთ ფოტოები