მარტვილის მუნიციპალიტეტის ნახუანოს საჯარო სკოლაში გაკვეთილების შემდეგ სკოლის მოსწავლეებმა, მუსიკის მასწავლებლის სოფიკო ვერულავას და სკოლის ადმინისტრაციის დახმარებით მოაწყვეს საახალწლო ზეიმი.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა სამოქალაქო კლუბის ლიდერი შორენა ზარქუა და დამსწრე საზოგადოებას მიმართა: „გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, გისურვებთ, რომ 2019 წელი ყოფილიყოს სკოლის მოსწავლეებისთვის, პედკოლექტივისა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის სიხარულის, სიყვარულის და ბედნიერების მომტანი. მთლიანად საქართველოს თითოეულ მოქალაქეებს ვუსურვებთ კეთილდღეობას და სამშობლოს გამთლიანებას“.
ზეიმის დაწყებისთანავე მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სიმღერის, ცეკვის, მხატვრული თქმის შესრულებაში, ასევე იუმორისტული სცენარის გათამაშებაში.
ზეიმმა წარმატებით ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები