დოლოგნის საჯარო სკოლის მასწავლებელმა ეთერ საფარიძემ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა განახორციელა
27-12-2018
ქედის მუნიციპალიტეტის, დოლოგნის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა ეთერ საფარიძემ 2017 -2018 სასწავლო წელს პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა - „უცხო ენის სწავლებისას ზეპირ მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გაუმჯობესების გზები“ განახორციელა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კვლევის ფარგლებში მასწავლებელმა გამოიკვლია თუ რატომ ვერ ახერხებენ მოსწავლეები ზეპირ კომუნიკაციას უცხო ენაზე.  ეთერ საფარიძემ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, განახორციელა ინტერვენციები, სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით იმუშავა ამ პრობლემის აღმოფხვრაზე, შეიმუშავა რეკომენდაციები და დასკვნები. პედაგოგმა ჩატარებული კვლევა გაუზიარა კოლეგებს და დადებითი უკუკავშირი მიიღო.

სკოლის შეფასების ჯგუფმა კვლევა დადებითად შეაფასა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203