სსიპ ქალაქ თელავის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ხასიათის კონკურსებში წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად თელავის N7 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ გიორგი კიკვაძემ მონაწილეობა მიიღო პროექტ "აიესაის მხატვარში". სადაც მისმა ნამუშევარმა თემაზე „გაყინული ემოცია“ საქართველოს მასშტაბით II ადგილი დაიკავა.
თელავის №7 საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი მაია სილაგაძე სკოლის დირექციასთან ერთად ულოცავს გიორგის ამ გამარჯვებას და მომავალში მრავალ წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები