ქობულეთის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიება - „გზა შობიდან აღდგომამდე“ გამართეს
27-12-2018
ქობულეთის N5 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება - „გზა შობიდან აღდგომამდე“ გამართეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 41-ე წლისთავს მიეძღვნა.
„ღონისძიებაში მონაწილე ყველა მოსწავლე საოცრად ემოციური იყო, რამაც განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნა. ერთად განვიცადეთ ქრისტეს ჯვარცმითა და მისი აღდგომით გამოწვეული სიხარული და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ყველა გვირგვინზე სანატრელი ეკლის გვირგვინია. ეს დღე პატრიარქის აღსაყდრების 41-ე წლისთავს მიეძღვნა. ვულოცავთ ერის სულიერ მამას და ვუსურვებთ ჯანმრთელობას. დაე, უფალმა ინებოს, რომ იგი დიდხანს იდგეს ერის სულიერების სადარაჯოზე“, - ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები