ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში პროექტი - „ევროპა ჩვენი მომავალია“ განხორციელდა
28-12-2018
ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში პროექტი - „ევროპა ჩვენი მომავალია“ განხორციელდა. პროექტში VI, VII, VIII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელებმა მშობლებთან და სკოლში სტაჟირებაზე მყოფ ახალგაზრდებთან ერთად პრეზენტაცია ჩაატარეს და სურვილის მიხედვით არჩეული 9 ქვეყანა წარმოადგინეს.
„პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებმა გაანალიზონ მოქალაქეების როლი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში, გახდნენ მეტად ინფორმირებულნი ევროკავშირის სტრუქტურის, მიზნებისა და საჭიროებების შესახებ და იცოდნენ რამდენად უწყობს ის ხელს სახელმწიფოთა განვითარების პროცესს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები