ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში დამდეგი ახალი წელი მოსწავლეებთან ერთად პედაგოგებმაც აღნიშნეს
28-12-2018
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
სკოლის მოსწავლეებმა დამსწრე მასწავლებლებს, მშობლებსა და მოწვეულ სტუმრებს ახალი წლის მობრძანება მიულოცეს, ასევე, საახალწლო სიმღერები და ინსცენირებები წარმოადგინეს.
მოსწავლეებთან ერთად ღონისძიების მსვლელობაში მასწავლებლებიც ჩაერთნენ და ბავშვებთან ერთად იმხიარულეს. სკოლის დირექტორმა მარინა ნანდოშვილი-წიქარიშვილმა კი მოკლედ შეაფასა სასწავლო წლის პირველი სემესტრის აქტივობები და მომავალი სემესტრის გეგმებზე ისაუბრა, რის შემდეგაც მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს ახალი 2019 წელი მიულოცა და წარმატება უსურვა.