შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას ზოგადი უნარების საცდელი ტესტირების შედეგების შესახებ.
იხილეთ შედეგები
ბმულზე.
ტესტირება ჩატარდა 14-26 დეკემბერს. მასში მონაწილეობა 600-მდე სტუდენტმა მიიღო. საცდელ ტესტირებაზე წარმოდგენილი იყო ზოგადი უნარების ტესტის სამი ვარიანტი. თითოეული ვარიანტი შეიცავდა 26 დავალებას, რომელთაგან 13 იყო ვერბალური, ხოლო 13 – მათემატიკური.
მიმაგრებულ
ფაილში შეგიძლიათ იხილოთ:
- თქვენი შედეგი (პასუხების ფურცლის ნომრის მიხედვით) როგორც ვერბალურ, ასევე, მათემატიკურ ნაწილში.
- ტესტის თითოეული ვარიანტის საშუალო ქულა განსხვავდება ერთმანეთისაგან. პირველი ვარიანტის საშუალო ქულაა 10,3, მეორე ვარიანტის - 9,1, ხოლო მესამე ვარიანტის - 13,1.
ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული ტესტირება მიზნად ისახავდა უნარების შეფასებას, არამედ დავალებათა ფსიქომეტრული მაჩვენებლების დადგენას.