სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების სკოლის საახალწლო ღონისძიებაში მთელი სკოლა აქტიურად ჩაერთო
სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების სკოლაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.
როგორც სკოლის მასწავლებლები აღნიშნავენ, ბავშვების ფუსფუსი დილიდანვე დაიწყო. ერთად, შემართებით, სიყვარულით დაიწყეს მზადება. ღონისძიების დაწყებისთანავე შეიქმნა პოზიტიური განწყობა. ბავშვებმა
იმღერეს, იცეკვეს. თოვლის ბაბუამ სახალისო გამოცანებით გაახალისა
მოსწავლეები.
ყველა კლასი აქტიურად იყო ჩართული. მე-10 კლასის ბავშვებმა
ერთმანეთს საჩურები გადასცეს. მე-11 კლასის მოსწავლეებმა მხიარული
სკეჩები წარმოადგინეს. მე-5, მე-6, მე-7,მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეებმა
პიესა და საახალწლო ტრადიციები გააცნეს საზოგადოებას. სახალისო იყო
კითხვა-პასუხის ნომერი.
ბავშვებმა ყველა ნომრის შემდეგ ქართული ცეკვები
შეასრულეს. ჰქონდათ სახუმარო ნომრები.
წამყვანები მარეხი და გიული
კოჩალიძეები აქტიურობდნენ. მათ სკოლის დირექტორისგან მადლობა დაიმსახურეს.
შთამბეჭდავი იყო დაწყებითი კლასების მოსწავლეების ნაზიბროლა ბოლქვაძის ნომერი.
დასასრულს, სკოლის დირექტორმა ლიანა ბოლქვაძემ წარმოდგენილი
ნომინაციების მფლობელი ბავშვები საახალწლო ტკბილეულით დააჯილდოვა. თითოეულ
მოსწავლეს საახალწლო საჩუქრები გადასცა. მადლობა გადაუხადა ღონისძიების
ორგანიზატორს დარიკო მელაძეს. მან ასევე წარმატებები უსურვა მოსწავლეებს.
ღონისძიებას ესწრებოდა სოფლის გამგებელი გოგი ბოლქვაძე და მშობლები.