2018-2019 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოს მასშტაბით 1 574 საჯარო სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებაა, რომელშიც 161 931 ბავშვია დარეგისტრირებული და 13 261 აღმზრდელ-პედაგოგი და აღმზრდელის თანაშემწე მუშაობს - აღნიშნულ ინფორმაციას etaloni.ge სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით გთავაზობთ.
ჯეოსტატის მონაცემებით, რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება იმერეთშია - 291, ხოლო ყველაზე ცოტა - 3 ახალგორის, ონისა და წალკის მუნიციპალიტეტებში.
მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში არსებული საბავშვო ბაღების რაოდენობა 180-ს არ აღემატება, თბილისი აღსაზრდელების რაოდენობით ლიდერობს. 2018-2019 სასწავლო წლის დასაწყისისთვის დედაქალაქში არსებულ საბავშვო ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელების რაოდენობა 60 ათასზე მეტია რაც თითქმის 3-ჯერ მეტია იმერეთში რეგისტრირებულ აღსაზრდელებზე.
Etaloni.ge გთავაზობთ, იმ მუნიციპალიტეტების ჩამონათვალს, სადაც ყველაზე მეტი და ყველაზე ნაკლები საჯარო საბავშვო ბაღია რეგისტრირებული, ასევე აღნიშნულ ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელების რაოდენობას.
ყველაზე მეტი საბავშვო ბაღია:
იმერეთი - 291 საბავშვო ბაღი, 22 763 აღსაზრდელი და 1 724 აღმზრდელია;
სამეგრელო -ზემო სვანეთი - 257 საბავშვო ბაღი, 12 894 აღსაზრდელი და 1 254 აღმზრდელია;
კახეთი - 232 საბავშვო ბაღი, 13 686 აღსაზრდელი და 1 095 აღმზრდელია;
თბილისი - 180 საბავშვო ბაღი, 60 847 აღსაზრდელი და 4 808 აღმზრდელია;
აჭარის არ. – 123 საბავშვო ბაღი, 14 034 აღსაზრდელი და 1 085 აღმზრდელია.
ყველაზე ცოტა საბავშვო ბაღია:
მცხეთის მუნიციპალიტეტი - 7 საბავშვო ბაღი, 190 აღსაზრდელი და 33 აღმზრდელია;
ასპინძის მუნიციპალიტეტი - 4 საბავშვო ბაღი, 386 აღსაზრდელი და 22 აღმზრდელია;
ახალგორის მუნიციპალიტეტი - 3 საბავშვო ბაღი, 468 აღსაზრდელი და 53 აღმზრდელია;
ონის მუნიციპალიტეტი - 3 საბავშვო ბაღი, 161 აღსაზრდელი და 12 აღმზრდელია;
წალკის მუნიციპალიტეტი - 3 საბავშვო ბაღი, 230 აღსაზრდელი და 14 აღმზრდელია.