2017-2018 სასწავლო წელს სრული ზოგადი განათლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების სია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით დამტკიცდა.
ბრძანების მიხედვით, ოქროსა და ვერცხლის მედალი 2017-2018 სასწავლო წელს სკოლადამთავრებულ 3 697 წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა. მათ შორის, ოქროს მედალს მიიღებს 2 638 მოსწავლე, ხოლო ვერცხლის მედალს - 1 059 მოსწავლე.