ჭიათურის მუნიციპალიტეტის ხრეითის N2 საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება მხიარულ ვითარებაში ჩატარდა.
მასში მონაწილეობა ყველა კლასის მოსწავლეებმა მიიღო.
ერთმანეთს ენაცვლებოდა მხიარული საახალწლო ლექსები, სიმღერები, ცეკვები და ინსცენირებები.
კარგი სანახავი იყო მოსწავლეთა გაბრწყინებული სახეები. განსაკუთრებულად შთამბეჭდავი იყო თოვლის ბაბუასგან საჩუქრების დარიგების პროცესი.
იხილეთ ფოტოები