სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება ხუთჯერ გაიზარდა
02-01-2019

სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვების დახმარება ხუთჯერ გაიზარდა. კერძოდ კი ისინი 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 10-ლარიანი დახმარების ნაცვლად, 50-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, აღნიშნული 140 000-მდე ბავშვს შეეხება.

მისივე  განცხადებით, დღეს საქართველოში სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრია ისეთი ბავშვი, რომლებსაც სახელმწიფოსაგან  განსაკუთრებული ყურადღება და ზრუნვა სჭირდება.

სოციალურად დაუცველი ბავშვების დაფინანსების 10-დან 50-ლარამდე გაზრდა გაერო-ს ბავშვთა ფონდის კვლევაზეა დაფუძნებული.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203