მაღლაკის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება შედგება 56 მოსწავლისგან, 17 მასწავლებლისგან (15 უფროსი მასწავლებელი, 2 უსტატუსო) მშობლებისაგან და სასოფლო თემისაგან. სკოლაში არის ცხრა ფინანსური კლასი. ბოლო წლების განმავლობაში შეინიშნება მოსწავლეთა კონტინგენტის ზრდა. სკოლა მდებარეობს ქუთაისთან ახლოს, ამიტომაც მოსწავლეთა ნაწილი ქალაქის სკოლებს მიაშურებენ, რის გამოც მაღლაკის სკოლას მათთან...
მეტის ნახვა
მაღლაკის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება შედგება 56 მოსწავლისგან, 17 მასწავლებლისგან (15 უფროსი მასწავლებელი, 2 უსტატუსო) მშობლებისაგან და სასოფლო თემისაგან. სკოლაში არის ცხრა ფინანსური კლასი. ბოლო წლების განმავლობაში შეინიშნება მოსწავლეთა კონტინგენტის ზრდა.
სკოლა მდებარეობს ქუთაისთან ახლოს, ამიტომაც მოსწავლეთა ნაწილი ქალაქის სკოლებს მიაშურებენ, რის გამოც მაღლაკის სკოლას მათთან კონკურენცია უძნელდება, სწორედ ამის შედეგია, რომ სკოლა მცირეკონტინგენტიანია.
პედაგოგიური კოლექტივი ორიენტირებულია მოსწავლეთა ინტერესებზე, საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე. სკოლის სტრატეგიული გეგმით გათვალისწინებულია სკოლის მატერიალური ბაზის შენარჩუნება და განვითარება, უსაფრთხო გარემოს შექმნა, სკოლის პრესტიჟის ამაღლება და მასწავლებელთა სისტემატური პროფესიული განვითარება.
გთავაზობთ მაღლაკის საჯარო სკოლის მოსწავლეთა აქტივობების მცირე ჩამონათვალს:1. ნიკო კეცხოველის პრემია - 2021-2022 ნახევარფინალი, ქალაქ ქუთაისში ჩატარდა შემაჯამებელი კონფერენცია, სადაც VII-IX კლასის მოსწავლეები პრეზენტაციით წარდგნენ, ბიოლოგიის მასწავლებელი ნათია ფხაკაძე.
2. გასვლითი ღონისძიება ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში - „მზიანი გულის მწერალი“ - მონაწილეობდნენ V-VIII კლასები, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მეგი...
მეტის ნახვა
გთავაზობთ მაღლაკის საჯარო სკოლის მოსწავლეთა აქტივობების მცირე ჩამონათვალს:
1. ნიკო კეცხოველის პრემია - 2021-2022 ნახევარფინალი, ქალაქ ქუთაისში ჩატარდა შემაჯამებელი კონფერენცია, სადაც VII-IX კლასის მოსწავლეები პრეზენტაციით წარდგნენ, ბიოლოგიის მასწავლებელი ნათია ფხაკაძე.
2. გასვლითი ღონისძიება ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში - „მზიანი გულის მწერალი“ - მონაწილეობდნენ V-VIII კლასები, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მეგი კუხალაშვილი.
3. სულხან-საბას იგავ-არაკების ინსცენირება - მონაწილეობდნენ V-VIII კლასები, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მეგი კუხალაშვილი.
4. ანბანის შემობრძანება - I კლასი, დაწყებითი კლასების მასწავლებელი ქეთევან ჩეჩელაშვილი.
5. ჩვენ დავამთავრეთ პირველი კლასი - I კლასი, დაწყებითი კლასების მასწავლებელი ქეთევან ჩეჩელაშვილი.
6. ექსკურსია წყალტუბოს ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად - I კლასი, დაწყებითი კლასების მასწავლებელი ქეთევან ჩეჩელაშვილი.
7. კონკურსი: საქართველოს კუთხეები - მონაწილეობდნენ I-III კლასები, კლასების დამრიგებლები და მუსიკის მასწავლებელი: ნათია თედორაძე, ქეთევან ჩეჩელაშვილი, ლელა გიორხელიძე, მაია თევდორაძე.
მაღლაკის საჯარო სკოლა აღმოცენებულია ზედა მაღლაკის ორკლასიანი სასწავლებლის ბაზაზე, რომელიც შექმნილა 1902 წელს, მაღლაკის მკვიდრის, ექიმი კოტე (კონსტანტინე) თომას ძე ტყეშელაშვილის მიერ. კოტეს თაოსნობით ჩატარებულა სოფლის კრება, სადაც მიუღიათ გადაწყვეტილება, რომ მოსახლეობაში აკრებილიყო სკოლის შენობის შესაძენად და სხვა ხარჯებისათვის საჭირო თანხა, მაგრამ გლეხობის სიღარიბის გამო თანხის შეკრება ვერ...
მეტის ნახვა
მაღლაკის საჯარო სკოლა აღმოცენებულია ზედა მაღლაკის ორკლასიანი სასწავლებლის ბაზაზე, რომელიც შექმნილა 1902 წელს, მაღლაკის მკვიდრის, ექიმი კოტე (კონსტანტინე) თომას ძე ტყეშელაშვილის მიერ. კოტეს თაოსნობით ჩატარებულა სოფლის კრება, სადაც მიუღიათ გადაწყვეტილება, რომ მოსახლეობაში აკრებილიყო სკოლის შენობის შესაძენად და სხვა ხარჯებისათვის საჭირო თანხა, მაგრამ გლეხობის სიღარიბის გამო თანხის შეკრება ვერ მოხერხდა. ამიტომ კოტეს უთხოვია თავისი მამისათვის, თომა ტყეშელაშვილისათვის, რომელიც შეძლებული გლეხი იყო, თავისი თანხით ეყიდა ხის შენობა.
თომას მართლაც შეუძენია ორთვალიანი ხის შენობა თავისი ინვენტარით, დაუდგამს მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის გვერდით მდებარე მიწის ნაკვეთში, რომელშიც დაუარსებია ზედა მაღლაკის მცხოვრებთათვის ორკლასიანი სამონასტრო სასწავლებელი. 1904 წლიდან სამონასტრო სასწავლებელს დაუწყია ფუნქციონირება. სასწავლებელში გლეხის შვილებთან ერთად სწავლობდნენ თავადაზნაურთა შვილები. გლეხები წელიწადში იხდიდნენ 1 მანეთს, თავადაზნაურთა შვილები - 2 მანეთს. სასწავლებელს ხელმძღვანელობდა სასწავლებლის ზედამხედველი- „смотритель училища“.
სასწავლებელთან არსებობდა ე.წ. „მზრუნველთა საბჭო“, 5 წევრის შემადგენლობით, რომელსაც ირჩევდნენ გლეხობიდან. პირველ მზრუნველთა საბჭოში არჩეული ყოფილან: ტყეშელაშვილი სპირიდონი, ფესტვენიძე ექვთიმე, ჩეჩელაშვილი კირილე, ჩეჩელაშვილი ათანასე, ჭოლაძე ლუკა.
სამონასტრო სკოლამ იარსება 1921 წლამდე. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ სასწავლებელი გადაკეთებულა შრომის სკოლად, დაწყებითი კლასებით. 1941 წელს გადაკეთებულა არასრულ საშუალო სკოლად. 1944 წლიდან - 8 წლიან სკოლად. სკოლის პირველი დირექტორი იყო ნიკიფორე გაიოზის ძე ნიჟარაძე. თავიდან სკოლაში ასწავლიდა მხოლოდ ერთი მასწავლებელი, იგივე ზედამხედველი, 4 განყოფილების შექმნამდე და მხოლოდ შემდეგ გაზრდილა მასწავლებელთა შტატი.
1943 წლიდან მაღლაკის საჯარო სკოლაში მუშაობდნენ მასწავლებლები:
ჭყონია იონა (დირექტორი);
ნიჟარაძე ლუბა;
კვერნაძე მერი;
კვერნაძე ეთერი;
ჩეჩელაშვილი ვერა;
ყუბანეიშვილი თამარი.
1960-1977 წლებში სკოლის დირექტორი იყო შალვა კეთილაძე. მისი გარდაცვალების შემდეგ სკოლის დირექტორად დაინიშნა იმავე...
მეტის ნახვა
1943 წლიდან მაღლაკის საჯარო სკოლაში მუშაობდნენ მასწავლებლები:
- ჭყონია იონა (დირექტორი);
- ნიჟარაძე ლუბა;
- კვერნაძე მერი;
- კვერნაძე ეთერი;
- ჩეჩელაშვილი ვერა;
- ყუბანეიშვილი თამარი.
1960-1977 წლებში სკოლის დირექტორი იყო შალვა კეთილაძე. მისი გარდაცვალების შემდეგ სკოლის დირექტორად დაინიშნა იმავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნონა ტაბიძე. 1967-68 სასწავლო წელს ექსპლუატაციაში შევიდა სკოლის ახალი ორსართულიანი ტიპური შენობა. 1977-90 წლებში სკოლას მართავდა სოფლის მკვიდრი ნონა ტაბიძე.
1990 წლიდან დღემდე სკოლას ხელმძღვანელობს სოფლის მკვიდრი, მასწავლებელი ლიუდმილა ლექვინაძე. სკოლა ყოველთვის გამოირჩეოდა კონკურენტუნარიანობით, დაჯილდოებულია სხვადასხვა დიპლომებით და სიგელებით. სკოლამ გამოიარა სამოქალაქო ომის პერიოდი, როდესაც იყო გაჭირვება, არ იყო ელექტროენერგია, გათბობა, ტრანსპორტი, რის გამოც ქალაქიდან მასწავლებლებს უხდებოდათ ფეხით სიარული. ქალაქში წასული მოსწავლეთა კონტიგენტი შემობრუნდა სკოლისკენ და 1997 წელს სკოლაში სწავლობდა 235 მოსწავლე, 2000 წელს კი - 219 მოსწავლე. სამწუხაროდ, რაც მეტად უმჯობესდებოდა ცხოვრების დონე, მით უფრო იკლებდა მოსწავლეთა კონტინგენტი სკოლაში.
სკოლის მოსწავლეები გამოირჩევიან დისციპლინით, ცოდნის მაღალი დონით, მონაწილეობენ შემოქმედებით კონკურსებსა და კონფერენციებში. 2019 წლის ზაფხულში მთავრობამ უჩვეულო ნაბიჯი გადადგა - სკოლიდან გაუშვეს არასერტიფიცირებული საპენსიო ასაკის მასწავლებლები. მათ ჯილდოდ გადაეცათ 2 წლის ხელფასი. მათ ადგილზე სკოლამ მიიღო სერტიფიცირებული კადრები.
სკოლას მიუშენდა თანამედროვე დონის სველი წერტილები, გაკეთდა სამედიცინო ოთახი, 2016-22 წლებში სხვადასხვა სახის სახსრებით ჩაუტარდა ნაწილობრივი რეაბილიტაცია. სკოლაში ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი, რისთვისაც დირექტორი და სასკოლო საზოგადოება ყოველდღიურ რეჟიმში იღვწის, მათ შორისაა: სპორტული დარბაზი, კვების ბლოკი, გათბობა, გარე ესთეტიკური რემონტი.