დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის საფეხბურთო წრეში ახალგაზრდა ფეხბურთელის საბა ბეჭვაიას წინსვლას ჩაეყარა საფუძველი
08-01-2019
მარტვილის მუნიციპალიტეტის, დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის საფეხბურთო წრეში ახალგაზრდა ფეხბურთელის საბა ბეჭვაიას წინსვლას ჩაეყარა საფუძველი.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, 2011 წელს, როგორც კი სკოლებში სპორტული წრეების ფუნქციონირების შესახებ საკანონმდებლო ბაზა შეიქმნა, დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში დირექტორის ინიციატივით საფეხბურთო წრე ჩამოყალიბდა და მშობლებთან შესაბამისი ხელშეკრულებებიც გაფორმდა.

საბა ბეჭვაია იმავე წელს ჩაირიცხა წრეში და ოთხი წლის მანძილზე ცნობილ ფეხბურთელთან და ამჟამად „დინამოს“ აკადემიის მწვრთნელთან ჯიმშერ მარკოზიასთან ვარჯიშობდა.

შემდეგ საბა სამეგრელო-ზემო სვანეთის ჭაბუკ ფეხბურთელთა ნაკრები გუნდის წამყვანი ფეხბურთელი გახდა, ამჟამად კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის გუნდში თამაშობს და წარმატებულ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203