მიმდინარე წლის 5 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალ მთაში თოვლი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 იანვარს შედარებით გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 5-6 იანვარს მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალ მთაში თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში ბარში +7, +12 გრადუსია მოსალოდნელი.
შობის ღამეს თოვლი მოსალოდნელია ძირითადად შიდა ქართლში და ქვეყნის მთიან და მაღალმთიან ზონაში. დასავლეთ საქართველოს დაბლობში იწვიმებს.
თბილისში 5 იანვარს მცირე წვიმაა შესაძლებელი, 6 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა +8, +10 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. შობის ღამეს კი წვიმაა მოსალოდნელი.