საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაიწყო პროექტების/განაცხადების მიღება „წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამის“ „საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების ქვეპროგრამის“ ფარგლებში.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება პროექტები, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს სასკოლო/ეროვნული გუნდების ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულების საერთაშორისო-რეგიონალურ ოლიმპიადებში მონაწილეობის ხელშეწყობაზე.
პროექტების წარდგენა შესაძლებელია 2019 წლის 1-ლი ნოემბრის ჩათვლით. პროექტის წარდგენაზე უფლებამოსილია ნებისმიერი იურიდიული პირი.
პროექტების წარდგენისა და დაფინანსების პირობები/წესები იხილეთ დანართში.
აპლიკანტებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა.