პაატა იმნაძის რეკომენდაციები გრიპის დროს
05-01-2019
„ძირითადი პრობლემა არის ის, რომ დღეს გავრცელებული ვირუსების უმრავლესობა არის H1N1, იგივე ღორის გრიპი, ძალზედ იშვიათად გვხვდება სხვა სახის ვირუსი, თუმცა პაციენტისთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მას აქვს გრიპი და უნდა იმკურნალოს“ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ისაუბრა.  

„როგორ მოვიქცეთ, თუ გვაქვს გრიპი? პირველი და ძირითადი არის, ის რომ თუ ბავშვს ერთ დღეზე მეტ ხანს გაუგრძელდა ტემპერატურა 38,5 ან ამაზე მეტი, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. იგივე წესი მოქმედებს ორსულებზეც. სხვებს რაც შეეხებათ, თუ აღნიშნული ტემპერატურა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა, ექიმთან მისვლა აუცილებელია. 

აღსანიშნავია, ასევე რომ პაციენტებმა დაუყოვლებლივ უნდა მიმართონ ექიმს, თუ ნახველში შენიშნეს სისხლი, თუნდაც მცირე რაოდენობით ან მოჩირქო ნაწილაკები...“ - განაცხადა პაატა იმნაძემ. 

მისი რეკომენდაციები და რჩევები ვრცლად იხილეთ ვიდეოში: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203