გეგუთის N1 საჯარო სკოლაში სკოლაში ფუნქციონირებს:
- მშობელთა კლუბი;
- სკოლის კურსდამთავრებულთა კლუბი.
სკოლაში დასაქმებულია 35 თანამშრომელი. ამჟამად სკოლაში მუშაობს 24 მასწავლებელი, მათ შორის:
- 3 მენტორი;
- 12 წამყვანი;
- 6 უფროსი.
2022-2023 სასწავლო წელს სკოლაში ფუნქციონირებს 13 ფინანსური კლასი და სკოლაში ირიცხება 253 მოსწავლე.
სკოლაში მოქმედებს:
- მოსწავლეთა თვითმმართველობა;
- STEM კლუბი;
- ტექნოლოგიების კლუბი;
- სამოქალაქო განათლების კლუბი.
2018 წლიდან დღემდე სკოლას ჰყავს ვერცხლისა და ოქროს მედალოსანი 13 მოსწავლე.
1887 წელს ისტორიულ სოფელ გეგუთში, სოფლის თავკაცის, სპირიდონ სანებლიძის თაოსნობით, კერძო სახლში გაიხსნა ორკლასიანი სასწავლებელი. სოფლის პირველი მასწავლებელი ვარციხის მკვიდრი, ვლადიმერ გუმბერიძე იყო.
1912 წელს - გაიხსნა ოთხკლასიანი სასწავლებელი კაპიტალურ შენობაში. იმჟამად სკოლის გამგე ბრძანდებოდა მასწავლებელი, ბესარიონ ნარეშელაშვილი.
1926 წელს - გაიხსნა მეორე დაწყებითი სკოლა, თავად ქორქაშვილის ყოფილ სახლში.
1930 წელს - დაწყებითი...
მეტის ნახვა
1887 წელს ისტორიულ სოფელ გეგუთში, სოფლის თავკაცის, სპირიდონ სანებლიძის თაოსნობით, კერძო სახლში გაიხსნა ორკლასიანი სასწავლებელი. სოფლის პირველი მასწავლებელი ვარციხის მკვიდრი, ვლადიმერ გუმბერიძე იყო.
1912 წელს - გაიხსნა ოთხკლასიანი სასწავლებელი კაპიტალურ შენობაში. იმჟამად სკოლის გამგე ბრძანდებოდა მასწავლებელი, ბესარიონ ნარეშელაშვილი.
1926 წელს - გაიხსნა მეორე დაწყებითი სკოლა, თავად ქორქაშვილის ყოფილ სახლში.
1930 წელს - დაწყებითი სკოლა, რომელიც შვიდწლიან სასწავლებლად გადაკეთდა, ფუნქციონირებას განაგრძობს თავად იაშვილების სახლში (სკოლის ამჟამინდელი ტერიტორია).
1935 წელს - სკოლას მიენიჭა საშუალო სკოლის სტატუსი. სკოლის დირექტორი ბრძანდებოდა იონა ვაშაყმაძე.
1937-1951 წლებში - სკოლას ხელმძღვანელობდა სერგო ფხაკაძე.
1938 წელს - სკოლა, კურსდამთავრებულების პირველმა გამოშვებამ, 13-მა მოსწავლეემ დაასრულა.
1951-1972 წლებში - სკოლის დირექტორი ბრძანდებოდა ქეთევან სულუხია.
1956-1962 წლებში - სკოლის დირექტორის ქეთევან სულუხიას თაოსნობით აშენდა ორსართულიანი კაპიტალური შენობა, რომელსაც 2016 წელს ავარიული მდგომარეობის გამო ჩაუტარდა დემონტაჟი.
2015-2022 წლებში - სკოლა ფუნქციონირებს ქეთო ხოტივრის კუთვნილ ორსართულიან სახლსა და მუნიციპალური საკუთრების შენობაში.
2019-2022 წლებში - მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით აშენდა 240 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის ახალი შენობა.
2022 წელს, გეგუთში პირველი სასწავლებლის დაარსებიდან 135 წლის თავზე, სოფელს აქვს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა, რომელიც აღჭურვილია:
თანამედროვე გათბობის სისტემით;
შიდა სპორტული დარბაზით და გარე მოედნით;
ბიბლიოთეკითა და სამკითხველო დარბაზით;
ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით;
რესურს ოთახითა და ექიმის კაბინეტით;
სკოლა ადაპტირებულია სსსმ მოსწავლეებისთვის.
2021 წლის 28 მაისიდან სკოლას მიენიჭა თამარ მეფის სახელი და მისი სრული დასახელებაა:
მეტის ნახვა
2022 წელს, გეგუთში პირველი სასწავლებლის დაარსებიდან 135 წლის თავზე, სოფელს აქვს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა, რომელიც აღჭურვილია:
- თანამედროვე გათბობის სისტემით;
- შიდა სპორტული დარბაზით და გარე მოედნით;
- ბიბლიოთეკითა და სამკითხველო დარბაზით;
- ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით;
- რესურს ოთახითა და ექიმის კაბინეტით;
- სკოლა ადაპტირებულია სსსმ მოსწავლეებისთვის.
2021 წლის 28 მაისიდან სკოლას მიენიჭა თამარ მეფის სახელი და მისი სრული დასახელებაა:
სსიპ თამარ მეფის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლა
სკოლის ოფიციალური მისამართია: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფელი გეგუთი.
ტელეფონი: 577964437
ელ.ფოსტა: Geguti1@mes.gov.ge
ჩვენი სკოლის გერმანული ენის მასწავლებელს ნათია კილაძეს „2022 წლის საუკეთესო მასწავლებლის“ წოდება მიენიჭა. მას გადაეცა სტიპენდია „ბერლინის გოეთეს ინსტიტუტის“ სასწავლო პროფესიული გადამზადების კურსის დაფინანსებით;
2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს: თეკლა მჟავანაძეს (ოქრო), ანანო ხაჟალიას (ოქრო) და ცოტნე დათიაშვილს (ვერცხლი) მედლები გადაეცათ;
სკოლა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის საგრანტო პროგრამაში გამარჯვებისათვის 8000 ლარიანი პრიზით დაჯილდოვდა;
სკოლის...
მეტის ნახვა
- ჩვენი სკოლის გერმანული ენის მასწავლებელს ნათია კილაძეს „2022 წლის საუკეთესო მასწავლებლის“ წოდება მიენიჭა. მას გადაეცა სტიპენდია „ბერლინის გოეთეს ინსტიტუტის“ სასწავლო პროფესიული გადამზადების კურსის დაფინანსებით;
- 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს: თეკლა მჟავანაძეს (ოქრო), ანანო ხაჟალიას (ოქრო) და ცოტნე დათიაშვილს (ვერცხლი) მედლები გადაეცათ;
- სკოლა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის საგრანტო პროგრამაში გამარჯვებისათვის 8000 ლარიანი პრიზით დაჯილდოვდა;
- სკოლის გუნდი (VII-VIII კლასი) იასპარეზებს კონკურსის „ყველაზე წიგნიერი“ მეორე ტურში;
- სკოლის დირექტორს - მაია მამისეიშვილს, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სერტიფიცირებული სპეციალისტის, ხოლო ინფორმაციული ტექნოლოგიების მასწავლებელს - გიორგი ჩაჩუას, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საგნობრივი ექსპერტის სტატუსი მიენიჭათ;
- სკოლა აწსუ-სთან ახორციელებს პროფესიულ პროგრამას „ტანსაცმლის დიზაინი და ჭრა-კერვის საწყისი უნარ-ჩვევები“;
- სკოლაში ხორციელდება EUGIPP პროექტი „კრეატიულობა და ინტელექტუალური საკუთრება საქართველოს სკოლებში“;
- სკოლა მონაწილეობს „Junior Achievement საქართველო“-ს პროექტში „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“;
- სკოლის პედაგოგები ჩართული არიან საგანმანათლებლო პლატფორმაში „CK-12-ის სკოლების ქსელი“;
- დაწყებითი კლასების პედაგოგები მონაწილეობენ USAID საბაზისო განათლების პროგრამაში;
- სკოლის პედაგოგები და მოსწავლეთა თვითმმართველობა ჩართულია USAID სამოქალაქო განათლების პროგრამაში „თაობათა დიალოგი“.
გეგუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გერმანული ენის მასწავლებლის ნელი მინდიაშვილის და კონკურსის მედიატორის ნატალია აბესაძის ინიციატივით მონაწილეობა მიიღეს გერმანიაში გამართულ ხელოვნების ყოველწლიურ საერთაშორისო კონკურსში „Jugendkunstpreis Erkner“, დაიმსახურეს დიპლომები და ფულადი პრიზები: საბა ბოდოკია - სახვითი ხელოვნება, ნია მუშკუდიანი - ვიოლინო, ნათია ფერაძე - ვოკალი;
საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის „ოქროს პეპელა“-ს გრან-პრის...
მეტის ნახვა
- გეგუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გერმანული ენის მასწავლებლის ნელი მინდიაშვილის და კონკურსის მედიატორის ნატალია აბესაძის ინიციატივით მონაწილეობა მიიღეს გერმანიაში გამართულ ხელოვნების ყოველწლიურ საერთაშორისო კონკურსში „Jugendkunstpreis Erkner“, დაიმსახურეს დიპლომები და ფულადი პრიზები: საბა ბოდოკია - სახვითი ხელოვნება, ნია მუშკუდიანი - ვიოლინო, ნათია ფერაძე - ვოკალი;
- საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის „ოქროს პეპელა“-ს გრან-პრის მფლობელი გახდა ჩვენი სკოლის მოსწავლე - საბა ბოდოკია მოკლემეტრაჟიანი ფილმით „გრძნობათა ქაოსი“;
- ანა გაგოშიძე მონაწილეობდა გოეთეს ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში „Wir befinden un sim Jahr 2040“ . მის მიერ გადაღებულმა ფილმმა მომავალზე, დიდი მოწონება დაიმსახურა და საჩუქრად პანტიანის მოსწავლეთა ბანაკის საგზური დაიმსახურა;
- კომაროვის „STEM ბანაკის“ რჩულ მონაწილეთა შორის მოხვდა ჩვენი სკოლის მოსწავლე ანა გაგოშიძე, რომელმაც წარმატებით დაძლია კომაროვის სკოლის მიერ გამოცხადებული 3 ეტაპიანი კონკურსი, მან მონაწილეობა მიიღო ბანაკის მუშაობაში ბაკურიანში.
სოფელ გეგუთში 1990 წლიდან იმართება სახალხო დღესასწაული „თამარობა“, რომელიც ყოველწლიურად მეფე თამარის ხსენების დღეს - 14 მაისს აღინიშნება. ჩვენი სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ თეატრალიზებულ ღონისძიებაში, რომელიც სოფელში მდებარე თამარის ციხე-დარბაზზე ტარდება. პერსონაჟები აცოცხლებენ თამარის ეპოქის საქართველოს, მის ისტორიას და ადამიანებს.
ჩვენი სკოლის მისწავლეთა თვითმმართველობისა (ხელმძღვანელი ნინო ბოდოკია) და სამოქალაქო კლუბის (ხელმძღვანელი ანასტასია...
მეტის ნახვა
- სოფელ გეგუთში 1990 წლიდან იმართება სახალხო დღესასწაული „თამარობა“, რომელიც ყოველწლიურად მეფე თამარის ხსენების დღეს - 14 მაისს აღინიშნება. ჩვენი სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ თეატრალიზებულ ღონისძიებაში, რომელიც სოფელში მდებარე თამარის ციხე-დარბაზზე ტარდება. პერსონაჟები აცოცხლებენ თამარის ეპოქის საქართველოს, მის ისტორიას და ადამიანებს.
- ჩვენი სკოლის მისწავლეთა თვითმმართველობისა (ხელმძღვანელი ნინო ბოდოკია) და სამოქალაქო კლუბის (ხელმძღვანელი ანასტასია ჯიქიძე) ინიციატივით კლუბის კურატორისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, ეკატერინე ნადირაძის მხარდაჭერით 2022 წლის ნოემბერ-დეკემბერში მოსწავლეებმა და მშობლებმა დაამზადეს ხელთნაკეთი საახალწლო სათამაშოები და მოაწყვეს გამოფენა-გაყიდვა. ქველმოქმედებით შეგროვილი თანხით, საახალწლო ნობათით გაახარეს გეგუთში მცხოვრები მარტოხელა და მზრუნველობამოკლებული ადამიანები.
2022წლის 25 ნოემბერს გეგუთის N1 საჯარო სკოლაში ძალიან ემოციური, საინტერესო, საპასუხისმგებლო, შინაარსიანი „თვითმმართველობის დღე“ შედგა. მოსწავლეებმა კარგად გაითავისეს სკოლის ადმინისტრაციისა და მასწავლებლების როლები და წარმატებით გაართვეს თავი თავიანთ მოვალეობებს;
სკოლაში წარმატებით ხორციელდება II კლასის საკლასო პროექტი „მშობლის დღე“, კლასის დამრიგებლის, ნატო ლომთაძის ხელმძღვანელობით. ყოველი კვირის ხუთშაბათი დღე ეთმობა მოსწავლეთა მშობელების მრავალფეროვან...
მეტის ნახვა
- 2022წლის 25 ნოემბერს გეგუთის N1 საჯარო სკოლაში ძალიან ემოციური, საინტერესო, საპასუხისმგებლო, შინაარსიანი „თვითმმართველობის დღე“ შედგა. მოსწავლეებმა კარგად გაითავისეს სკოლის ადმინისტრაციისა და მასწავლებლების როლები და წარმატებით გაართვეს თავი თავიანთ მოვალეობებს;
- სკოლაში წარმატებით ხორციელდება II კლასის საკლასო პროექტი „მშობლის დღე“, კლასის დამრიგებლის, ნატო ლომთაძის ხელმძღვანელობით. ყოველი კვირის ხუთშაბათი დღე ეთმობა მოსწავლეთა მშობელების მრავალფეროვან , საინტერესო და მიზნობრივ აქტივობებს: „პირადი ჰიგიენა“, „ქუჩაში მოძრაობის წესები“, „საყვარელი წიგნი“, „მუსიკა და ჩვენ“, „ზღაპარი რიცხვებზე“;
- სკოლის დირექტორის მაია მამისეიშვილის ინიციატივით ხორციელდება პროექტი „ერთი წიგნი ახალ ბიბილიოთეკას’’. სკოლის კურსდამთავრებულების, მშობლების, მოსწავლეების, კოლეგების და სტუმრების მიერ სკოლას საჩუქრად გადაეცა 400-ზე მეტი თანამედროვე მხატვრული და სხვადასხვა სახის ლიტერატურა.
სკოლამ უმასპინძლა სკოლის კურსდამთავრებულს, ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?’’ ბროლის ბუს მფლობელს მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებულ ბექა ხოჯავას. ბექამ მოსწავლეებს უამბო საკუთარი თავის შესახებ, უპასუხა მათ საინტერესო შეკითხვებს და ინტელექტუალურ თამაშებში სასკოლო ჩემპიონატის ჩატარებაში დახმარებასაც დაჰპირდა;
გეგუთის N1 საჯარო სკოლას ჰყავს წარმატებული სპორტსმენები, რომლებიც ასპარეზობენ სხვადასხვა შეჯიბრში, ქვეყნის და საერთაშორისო მასშტაბით:
ვიტალი...
მეტის ნახვა
- სკოლამ უმასპინძლა სკოლის კურსდამთავრებულს, ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?’’ ბროლის ბუს მფლობელს მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებულ ბექა ხოჯავას. ბექამ მოსწავლეებს უამბო საკუთარი თავის შესახებ, უპასუხა მათ საინტერესო შეკითხვებს და ინტელექტუალურ თამაშებში სასკოლო ჩემპიონატის ჩატარებაში დახმარებასაც დაჰპირდა;
- გეგუთის N1 საჯარო სკოლას ჰყავს წარმატებული სპორტსმენები, რომლებიც ასპარეზობენ სხვადასხვა შეჯიბრში, ქვეყნის და საერთაშორისო მასშტაბით:
- ვიტალი ტყეშელაშვილი - კრივი;
- შოთა ფესტვენიძე - ფეხბურთი;
- გრიგოლ მაჩალაძე - თავისუფალი ჭიდაობა;
- საბა წიწილაშვილი - თავისუფალი ჭიდაობა.