მატნის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სახალისო მეცნიერებათა მუზეუმში იმყოფებოდნენ
08-01-2019
ახმეტის მუნიციპალიტეტის, მატნის N1 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის მაყვალა რუსიტაშვილის ხელმძღვანელობით, სახალისო მეცნიერებათა მუზეუმში „ექსპერიმენტორიუმში“ იმყოფებოდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კლასის დამრიგებელმა ექსკურსია მოსწავლეებში შემეცნებითი აზროვნების განვითარების მიზნით მოაწყო.

„მოსწავლეების თეორიული ცოდნის განსამტკიცებლად მუზეუმში ფიზიკური და ქიმიური ცდები ჩატარდა, მოეწყო აზოტის შოუ. ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართული ამ პროცესებში, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

მოსწავლეებმა ასევე საქართველოს ეროვნული მუზეუმი მოინახულეს. მუზეუმში სკოლის აღსაზრდელებმა არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ოქროსა და ვერცხლის სამკაულები დაათვარიელეს. მოსწავლეებმა ასევე ნახეს უძველესი ადამიანების ზეზვასა და მზიას მულაჟები.

როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, ექსკურსია იყო სანახაობრივი, საინტერესო და შემეცნებითი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203