ხევაშენის საჯარო სკოლის მასწავლებელი ქეთევან ენდელაძე კონფერენციაში - „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები“ წარმატებით მონაწილეობდა
08-01-2019
ადიგენის მუნიციპალიტეტის, ხევაშენის საჯარო სკოლის მასწავლებელი ქეთევან ენდელაძე მასწავლებლის სახლის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში - „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები“ წარმატებით მონაწილეობდა.
პედაგოგმა კონფერენციაზე გააკეთა პრეზენტაცია თემაზე - „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები არასაგაკვეთილო პროცესში“.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პრეზენტაციამ მასწავლებლებისა და ორგანიზატორების მოწონება დაიმსახურა. იხილეთ ფოტოები